"ოცნების" არჩევნები - ივანიშვილი ფსონს პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეზე დებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი არჩევნები ირაკლი კობახიძეს ჩააბარა. თვითონ კობახიძე ამბობს, რომ
პარტიის თავმჯდომარემ მისი გამოცდილება გაითვალისწინა და წინა არჩევნებზე "ოცნებისთვის" მიღებული
შედეგები დაუფასა. ახლა პროპორციული, 130 კაციანი სიის შედგენაზე მუშაობს, 30 მაჟორიტარი კი უკვე შერჩეულია. 

რატომ დადო ბიძინა ივანიშვილმა ფსონი პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეზე. ოპოზიცია ამბობს, რომ ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის ოოლიგარქისადმი მონური მორჩილებაა. კობახიძე ოპონენტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. იყენებს სიძულვილის ენას და არ ერიდება ოპოზიციას შურაცხყოფა მიაყენოს. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გავრილოვის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი სწორედ კობახიძეს ეკისრება, რადგან ჯერ ფიანდაზი გაუფინა ოკუპანტ დეპუტატს, შემდეგ კი მასთან ერთად პოზირებდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში. მეორე დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიც დაუთმო, რასაც ქვეყანაში საყოველთაო მღელვარება მოჰყვა.

ივანიშვილის ამ განაცხადით, ჩაებარებინა საარჩევნო შტაბი ირაკლი კობახიძისთვის, გასაგები გახდა, როგორ არჩევნებს ატარებს "ოცნება" რამდენიმე თვეში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან წინა არჩევნების მსგავსად, ისევ წახალისებული იქნება ძალადობა, რასაც "ოცნების" ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებაზე, ოპოზიციასაც ეკისრება. 

"ოცნებაში" უკვე წერენ პროპორციულ სიას, მაგრამ ისე, რომ არ იციან, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. რადგან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან, მოინდომებს თუ არა ფორმალურადაც მმართველ პარტიას სიის სათავეში ჩაუდგეს. უმრავლესობიდან დემარშით წასულები ყოვილ ლიდერს პირველ გადაწყვეტილებას უწუნებენ. მათი თქმით, ირაკლი კობახიძის შტაბის ხელმძღვანელობა ბიძინა ივანიშვილისთვის და "ოცნებისთვის" პირდაპირი განაჩენია.

გადამწყვეტი არჩევნებისთვის მომდევნო პოლიტიკურ განაცხადს "ქართული ოცნება" მომავალ კვირას გააკეთებს. მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებისთვის, მაჟორიტარობის 30 კანდიდატის დაასახელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი