
22 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობილია, რომ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ, 2022 წლის 31 ოქტომბერს, სოჭში მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკული შესრულების საკითხები და ხაზი გაუსვეს სამხრივ ფორმატში მუშაობის გაგრძელებას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე უსაფრთხოებას სატრანსპორტო კავშირების აღგდენის მიზნით.