დაბადების დღეზე ვიყავი, შაქარაშვილს არ ვიცნობდი - ანა გაბეჩავას მეგობარი

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო უწყებამ და კრიმინალურმა პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ათამდე ადამიანი გამოკითხეს, რამდენიმეს დნმ-ს ნიმუშიც აუღეს. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები მცხეთაშიც იყვნენ გამოკითხულები. გამოკითხვიდან გამოსული მოწმეები მედიასთან კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ.

გამოკითხვიდან ბოლო, ანა გაბეჩავას მეგობარი, ბარბარე ურიდია გამოვიდა, დაბადების დღეზე ისიც იმყოფებოდა. ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა და გამოძიებას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც შაქარაშვილის საქმეზე უწყებას ჰქონდა. 

ანის მეგობარი ვიყავი და დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი. ჩხუბის შესახებ არაფერი არ ვიცი იმიტომ რომ ვიყავი სახლში.. არ ვიცი, არ მახსოვს.. არ ვიცნობდი და არ მახსოვს, - ამბობს ბარბარე ურიდია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალ მასალებში აღმოჩენილმა გარემოებებმა, შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მუხლი კიდევ უფრო შეასუსტოს და საბრალდებო სკამზე გამოძიებამ ვერავინ დასვას. მე-18 ტომის მიხედვით, სამართალდამცველები სამედიცინო ექსპერტებს ისეთ კითხვარს უგზავნიან, რომელითაც სავარაუდოდ არა განზრახ მკვლელობის, არამედ უბედური შემთხვევის დადგენას შეძლებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი