
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ დაშავებულებს შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის პანიკის გამო შენობიდან გადმოხტა.
თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დუზჯეს პროვინციის გოლიაკას რაიონში, თუმცა ის ასევე ძლიერ იგრძნობოდა სტამბოლში.
საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" წერს, რომ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო.