დღეს დილით იერუსალიმში ორი აფეთქება მოხდა - დაიღუპა ერთი და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილით იერუსალიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

პირველი აფეთქება იერუსალიმის შესასვლელთან, დილის 07:06 საათზე მოხდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი, მოგვიანებით დაიღუპა. "ისრაელის არმიის რადიოს" ცნობით, აფექთება ადგილზე დადგმულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

მეორე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის "რამოტის გასაყარზე" დილის 7:30 საათზე, განაცხადა პოლიციამ. მათივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან 3 ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით იქნა ევაკუირებული.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ იძიებენ ვინ დგას მომხდარის უკან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი