
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა საკუთარი გეგმა წარადგინა. გიორგი მუმლაძემ საგანგებო ბრიფინგი პარლამენტის წინ გამართა.
საუბარი ვარდების რევოლუციის გახსენებით დაიწყო და თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნომერ პირველი საზრუნავი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და ციხიდან გამოხსნა იქნება.
გამარჯვების შემთხვევაში, აქტივისტი პირობას დებს, რომ ფინანსები - როგორ და სად იხარჯება პარტიის ფული იქნება გამჭვირვალე და ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა ყველას ექნება.
თავმჯდომარეობის კანდიდატმა წარადგინა საკუთარი ხედვაც, როგორ უნდა იმუშაოს ახალმა პოლიტსაბჭომ. მუმლაძემ აქციებიც დააანონსა.