
აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, Walmart-ის სუპერმარკეტში შეიარაღებულმა ადამიანმა 10-მდე ადამიანი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მაღაზიის მენეჯერი იყო. მან ჯერ კლიენტებს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულების გარდა, დაჭრილია კიდევ რამდენიმე ადამიანი.