
მოსკოვის ოლქის სოლნეჩნოგორსკის რაიონში მდებარე ჰოსტელში ხანძარი გაჩნდა -ამის შესახებ РИА Новости სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს - "სოფელ დუბროვკაში, აეროპორტოვსკაიას ქუჩაზე, ჰოსტელის სხვენი იწვის", - ამბობს თვითმხილველი.
რუსული მედიის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ხანძრის გაჩენის დროს სასტუმროში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა და მეხანძრეების მოსვლამდე შენობიდან დამოუკიდებლად გასვლა შეძლეს.