
მოსკოვში რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ დააკავა მთვრალი, ნახევრად შიშველი კაცი, რომელმაც ფანჯარა გატეხა და კოლეჯის შენობაში შევიდა.
რუსული სახელმწიფო მედია ამბობს, რომ პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, როდის მოხდა ინციდენტი.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესულმა კაცმა დერეფანში სირბილი დაიწყო, იძახდა უხამს სიტყვებს და დაცვას დაემუქრა. მედია ამბობს, რომ დაკავებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.
რუსეთის უწყება ამბობს, რომ 28 წლის დაკავებული ბელარუსის მოქალაქეა.