მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჩვენ ქვეყანაში ვერ ისმება ყველა დიაგნოზი - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ყველა ვიზიტის დროს უფრო და უფრო დასუსტებული ხვდება. მისი თქმით, ქვეყანა და შესაბამისად სამედიცინო სფერო იმდენად განვითარებული არაა, როგორც სხვა ქვეყნებში.

"მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესების მდგომარეობაშია, სულ უფრო, ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული მხვდება, ბოლო რამდენიმე მისვლაზე უკვე ლოგინში იწვა რომ შევედი, ადრე ასე არ იყო. 

მე ვფიქრობ, რომ ესეც არ არის არავითარი შეურაცხყოფა ამაში, არავინ არ მიიღოს ეს როგორც ღირსების შელახვა, ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული და შესაბამისად სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, სრულყოფილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ის რომ გარეთ იყოს და ასეთი რამე სჭირდეს, აუცილებლად წავიდოდა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი ვისაც შესაძლებლობა ექნებოდა, იმიტომ, რომ ვერ ისმება ყველა დიაგნოზი ჩვენ ქვეყანაში და ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა აქ ვერ ხერხდება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები სამედიცინო დასკვნის მოლოდინში არიან. უფლებადამცელები გეგმავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტს პირადად მიაწოდონ. დასკვნის მიღების შემდეგ კი, სავარაუდოდ, სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ, რომ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა შესაძლებელი გახდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი