კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

გამოქვეყნდა:

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა,მოსახლეობას თავშესაფარში ყოფნისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ის არხებში ვრცელდება. 

მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, რომ დამპყრობლებმა  Ту-95 სტრატეგიული ბომბდამშენებიდან 5 რაკეტა გაისროლეს. 

ამასთან განგაშისა და გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის უკრაინის რამდენიმე რეგიონში: ოდესა, მიკოლაევი, ხერსონი. საფრთხის შესახებ აფრთხილებენ მეზობელი ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რაიონებისაც  და ამბობენ, რომ საშიშროება შესაძლოა დაემუქროს კიევის რეგიონსაც. ასევე ცნობილია, რომ ორი რაკეტა ისროლეს ზაპოროჟიესკენ, ხოლო ერთი, ოკუპირებული მელიტოპოლიდან კრივი რიჰის მიმართულებით.

ვრცელდება ცნობები, რომ ოდესის რაიონში  აფეთქებების ხმა იყო.

უახლოეს მომავალში განგაში სავარაუდოდ გავრცელდება უკრაინის დასავლეთ რეგიონებში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი