ჩინეთში, iPhone-ის ქარხნის თანამშრომლები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ჩინეთში, ქალაქ ჟენოუში, iPhone-ის ყველაზე დიდი ქარხნის თანამშრომლები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მუშების პროტესტი ერთთვიან მკაცრ შეზღუდვებს მოჰყვა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იყო დაწესებული. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლებს ქარხანის შენობის დატოვება ჰქონდათ აკრძალული.

როგორც BBC წერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ასობით მუშის მარში ჩანს, რომლებსაც ვირუსისგან დამცავ კოსტუმებში გამოწყობილი სამართალდამცველები და სპეცრაზმი უპირისპირდება. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.

კადრებში ასევე ჩანს თუ, როგორც ამტვრევდნენ მუშები ქარხანაში არსებულ სათვალთვალო კამერებს. ვიდეოში თან ისმოდა შეძახილები, „დავიცვათ ჩვენი უფლებები“.  

ქარხნის ხელმძღვანელების თქმით, ისინი იმუშავებენ თანამშრომლებთან და ადგილობრივ ხელისუფლებსთან, რათა თავიდან აიცილონ შემდეგი კონფლიქტები. მათივე ცნობით, მუშებს იმისაც ეშინოდათ, რომ კომპანია კორონავირუსის პირობებში მათი ხელფასის გადახდას ვერ შეძლებდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

საპირისპიროს ამტკიცებს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც BBC-ს უთხრა, რომ კომპანიამ კონტრაქტი ნამდვილად შეცვალა.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტესტო აქციების დროს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი