ის, რომ ამ დღის მთავარი შემოქმედი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირლები ძალაუფლების ზენიტში, დროებითია - გირჩი მეტი თავისუფლება

გამოქვეყნდა:

"ვარდების რევოლუციის" 19 წლისთავთან დაკავშირებით, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას უსურვებს იმ რწმენის დაბრუნებას, რა რწმენითაც 19 წლის წინ ქვეყანამ ჭაობიდან ამოსვლა დაიწყო. 

განცხადებაში საუბარია "ვარდების რევოლუციის" მთავარ შემოქმედზე, მიხეილ სააკაშვილზეც და აღნიშნულია, რომ  დღესდღეობით ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. 

"გილოცავთ ვარდების რევოლუციის 19 წლისთავს!

გისურვებთ იმ რწმენის დაბრუნებას, რა რწმენითაც 19 წლის წინ დავიწყეთ ჭაობიდან ამოსვლა - რომ ჩვენც შეგვიძლია წარმატებული და ღირსების მქონე ქვეყნის აშენება!

ის, რომ ამ დღის მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირლები, მკვლელები, მატყუარები, თავხედები, მექრთამეები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან, დროებითია.

საქართველო გარდაუვლად დაუბრუნდება თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ გზას!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!"- ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი