
ებრაელ ბიზნესმენს, რომელსაც უკრაინის მოქალაქე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა, ბრალი წარუდგინეს - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული მასთან მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკურად ძალადობდა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა." წერს პროკურატურა
ამავე თემაზე: