
საქართველოში მომუშავე ებრაელი ინვესტორი, გიდონ ჰაკამი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, ერთი სექსუალური ხასიათის დანაშაულს, მეორე კი ძალადობას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს. მის აღკვეთ ღონისძიებაზე ხაშურის რაიონულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბიზნესმენი 2 დღის წინ მის ერთ-ერთ ობიექტში, სოფელ ოსიაურთან დააკავეს. მის წინააღმდეგ ჩვენებას უკრაინის მოქალაქე ქალი აძლევს, რომელიც ამბობს, რომ მასზე სექსუალურად და ფიზიკურად იძალადეს.
"მთავარისთვის" ცნობილია, რომ საქმეში ჩვენებასთან ერთად დევს ექსპერტიზის შედეგებიც. იხილეთ ასევე: