
მოსალოდნელი ყინვის გამო უკრაინის 12 რეგიონში საფრთხის ყვითელი დონე გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით.
"24 ნოემბრის ღამისა და დილის საათებში დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში მოსალოდნელია ლიპყინული, გამოცხადებულია საფრთხის დონე - ყვითელი", - წერს ცენტრი.
ჰიდრომეტეოროლოგური ცენტრი მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, რომ ცუდი ამინდი პრობლემებს შექმნის გზებზეც.