ესტონეთმა რუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა

გამოქვეყნდა:

ესტონეთმა რუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა. ესტონური მედიის ცნობით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აქტივები გაეყინათ ოლიგარქებს, ანდრეი მელნიჩენკოს და ვიაჩესლავ კანტორის. 

ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ ახლა ოფიციალური ტალინი ევროკავშირთან ერთად მილიონობით გაყინული ევროს უკრაინისთვის მიწოდებას განიხილავს.

"კერძოდ, საკრედიტო დაწესებულებებში, საფინანსო დაწესებულებებში, საბანკო ანგარიშებზე გაყინული თანხები დაახლოებით 11,7 მილიონ ევროს შეადგენს, მეორე განყოფილება კი საგადასახადო და საბაჟო საბჭოს ანგარიშებზე არსებული, წინასწარ გაყინული თანხებია, საუბარია 8,4 მილიონ ევროზე," - განაცხადა ესტონეთის ფინანსური დაზვერვის სამმართველოს საერთაშორისო ფინანსური სანქციებისა და ტეროტიზმის დაფინანსების პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაურა აუსმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი