19 წელი ვარდების რევოლუციიდან | დღე, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიის ათვლის წერტილად ითვლება

გამოქვეყნდა:

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ღისშესანიშნავი თარიღი. მოვლენიდან, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ისტორიის ათვლის წერტილად ითვლება, 19 წელი გავიდა.

ვარდების რევოლუციის მონაპოვარის გადაფასება დღეს შეუძლებელია - მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ ღირებულებების, და თავად ისტორიული მოვლენის მეხსიერებიდან წასაშლელად.

სწორედ 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომლის სახელიც მსოფლიოში დემოკრატიული განვითარების სინონიმად იყო ქცეული. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში დამკვიდრებული ღირებულებები დღემდე ბიძგს აძლევს თანამედროვე ქართულ საზოგადოებას, იბრძოლოს დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის - იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც მოხდა ვარდების რევოლუცია, და რის გამოც დღევანდელ ხელისუფლებას მისი შემოქმედი პოლიტიკურ პატიმრად ყავს ქცეული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი