აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და გენერატორებს გაუგზავნის. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

უახლესი დახმარების ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას 19 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა. 

დახმარების ახალი პაკეტი უკრაინაში პრეზიდენტის უფლებამოსილებით გაიგზავნება, რაც პენტაგონს უფლებას აძლევს აიღოს იარაღი საკუთარი მარაგიდან და სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი