
"სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დასრულდება, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც დღეს ვისაუბრეთ. უკვე არის შეხების წერტილები" - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გააკეთა.
„თუ ნიკოლ ვოვაევიჩი [ფაშინიანი] დუმს, ეს ნიშნავს, რომ ის თანახმაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის [CSTO]-ს სამიტზე.
ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების საბჭო სამიტი მიმდინარეობს, რომელზე დასასწრებადაც დღეს სომხეთში რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ჩავიდა.
სამიტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ტარდება. ერევანში მოქალაქეებმა პუტინის ვიზიტი და რუსული აგრესია გააპროტესტეს.