მეორე დღიდან შევუდექით პუნქტების შესრულებას, ოპოზიციამ თითი თითზე არ დაადო - ღუდუშუარი

გამოქვეყნდა:

"გამოვიჩინეთ ის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს და ამიტომ მეორე დღიდან შევუდექით ამ პუნქტების შესრულებას, რასაც ვერ ვიტყვით იმ რადიკალ და უპასუხისმგებლო ოპოზიციაზე, რომლებმაც თითი თითზე არ დაადეს და არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მე მჯერა, რომ იქნება სამართლიანად ამჯერად მაინც დანახული ის ძალისხმევა და სულისკვეთება რაც ჩვენ, "ქართულ ოცნებას" ქართველ ხალხთან ერთად გვაქვს და რა თქმა უნდა, ამ სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს". 

ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი