რუსეთში, მობილიზებულმა სამხედრომ შემთხვევით "კოლეგას" ესროლა და მოკლა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მობილიზებულმა თავის "კოლეგას" ავტომატიდან შემთხვევით ესროლა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ტელეგრამის არხ „Baza-ზე“ დაყრდნობით იუწყება. 

ტყვია „მობიკს“ კისერში მოხვდა, ის ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველის ვერსიით, შემთხვევა სოფელ ტოლპინოში მოხდა. გამოცემის თანახმად, 43 წლის სამხედრომ Ak-74-დან შემთხვევით, 33 წლის რიგითის მიმართულებით ისროლა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის  დასრულება ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს გამოაცხადა, თუმცა ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით,  რუსეთში მობილიზაციისთვის ფარულად ემზადებიან

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი