
რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციებს თქვენს ტერიტორიაზე, მათი ტერორისტული თავდასხმების სამიზნე შეიძლება იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძოდ - ოსტროვეცის ატომური ელექტროსადგური - უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ მიმართვით ბელორუსის მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ დაუშვან ბელარუსის ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, ბელარუსის რესპუბლიკა უკრაინასთან ომში „ნებისმიერი საშუალებით“ ჩაითრიოს.
"უკრაინა არ თვლის თქვენს ქვეყანას და ხალხს მტრად... ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე აგრესიულ ქმედებებს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეს არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია. დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ ადამიანზე, თქვენი სიფხიზლისა და სიტუაციის გაგების იმედი გვაქვს“ - ნათქვამია გენშტაბის მიმართვაში.