
"პრეზიდენტია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს, ამიტომ შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.
მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ "არ მოსწონს გარემო, ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად".
"ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სეზონი მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელ დღეებს ითვლის - ამ ჰედლაინით. Ჯვარი სერია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს რაზეა საუბარი. მაგრამ სეზონებად ვნახეთ 3 თვეში ერთხელ ეს უცბად აქტიურდება და იწყება პანიკა და აურზაური რომ ბოლო წუთებია და უნდა მოვუსწროთ.
ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არ არის ამ მდგომარეობაში. Მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი აქვს. Იმიტომ, რომ ვერ ეგუება ამ გარემოს სადაც არის. Არ მოსწონს ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად და ა. შ როგორც მე ვიცი, მაგრამ Ის ჯერ იბრძოდა პოლიტიკურად ზეწოლით იქნებ რამენაირად გარეთ გამოსულიყო, დასავლეთი გააქტიურებულიყო და მოეხდინა ზეწოლა.
Მაგრამ ამისი ბერკეტი დღეს შეწყალების გარდა არ არსებობს. Ახლა გადავიდა მეორე ტაქტიკაზე - მთელი მისი გუნდელები გამოდიან ამბობენ რომ იწამლება და ია გამოდის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის არია ტყუილი - ანუ გადავიდა სხვაა ტაქტიკაზე იქნებ ვინმეს შეეცოდოს", - ამბობს დავითულიანი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზრღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვნა არის სწორი გზა, რომელიც კანონმდებლობით არსებობს.