
ტყვეთა მორიგი გაცვლა - უკრაინამ რუსეთისგან 50 სამხედრო გაათავისუფლა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისივე ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 19 მარიუპოლის მცველია.
"დღეს რუსული ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ მარიუპოლის 19 დამცველის დაბრუნება, რომელთაგან 12 ევაკუირებული იქნა აზოვსტალიდან, ასევე 15 პატიმარი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან და 7 ზმეინის კუნძულიდან" - წერს ერმაკი