Reuters: "საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსაზღვრე სოფლებში, რუსეთის შემდეგი ნაბიჯების ეშინიათ"

გამოქვეყნდა:

„მე ვიცი როგორი შეგრძნებაა, იმალებოდე სარდაფში, როცა შენი სოფელი იბომბება. მე ვიცი შიშის ეს საშინელი განცდა“, - ასე იწყება გამოცემა Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.

ქართველი ფოტოგრაფის, დარო სულაკაურის ავტორობით შექმნილი მულტიმედია პროექტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მახლობლად მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება.

როგორც Reuters წერს, ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მცხოვრებ მარი ოთინაშვილზე დაყრდნობით, მას შემდეგ რაც უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთმა ომი დაიწყო, რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ნიშნების გადაადგილება, რომელიც ქართველებს "საზღვრის" გადაკვეთას უკრძალავდა.

„ძალიან შემეშინდა, ტირილს ვერ ვიკავებდი და ორი დღის განმავლობაში მუდმივად ვკანკალებდი, რადგან მეგონა, რომ ომი დაიწყო“, - უთხრა ოთინაშვილმა გამოცემის რეპორტიორებს.

სტატიაში აფხაზეთის კონფლიქტზეც და ამ რეგიონიდან დევნილ ადამიანებზეც არის საუბარი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით დევნილ და ოკუპირებულ რეგიონებთან მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს ამ დრომდე არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

Reuters გვიყვება ისტორიას კიდევ ერთი ქალის, მაია ოთინაშვილის შესახებ, რომელიც სეპარატისტებმა ხურვალეთიდან 2018 წელს გაიტაცეს, მავთულხლართების იქით გადაიყვანეს და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაატყვევეს  - „მათ დაბლა დამაგდეს და ზურგში ჩამარტყეს“, - ჰყვება 41 წლის ქალი.

პროექტის ფარგლებში, Reuters-მა ინტერვიუ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერთან, დავით ქაცარავასთანაც ჩაწერა, რომელიც ყვება, რომ საოკუპაციო რეგიონიდან ადამიანების გატაცების პრაქტიკა იშვიათი არ არის სეპარატისტული ძალებისთვის.

სტატიაში საქართველოს მოქალაქის, გენადი ბესტაევის ისტორიასაც ვნახავთ, რომელიც 2019 წელს რუსი ოკუპანტების ორწლიანი უკანონო ტყვეობის შემდეგ, გულის შეტევა განუვითარდა და  გარდაიცვალა. 

„ჩემი ძმა არის მსხვერპლი რუსული ოკუპაციის. არ ვიცი რა მოუვიდა მას ან რა გაუკეთეს ციხეში, ის ჯანმრთელი ადამიანი იყო“, - უთხრა ბესტაევის დამ Reuters-ს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი