ოკუპანტებმა ხერსონს დღეს 17 რაკეტა ესროლეს, არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

"24 ნოემბერს, 15:00 საათისთვის, რუსებმა ხერსონი 17-ჯერ დაბომბეს" - ამის შესახებ ხერსონის OVA- [რეგიონული სამხდრო ადმინისტრაცია]-ს ხელმძღვანელმა გალინა ლუგოვამ ისაუბრა. ამის შესახებ რუსული მედიის ავრცელებს ინფორმაცია.

მისი თქმით, დილით, დაბომბვის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე კერძო კორპუსი და საბავშვო ბაღი.

„20 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა 62 ავიაიერიში. რვა ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა. დღეს დილით დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო და საცხოვრებელი კორპუსები, ხანძარი გაჩნდა ავტოფარეხში. დღის მეორე ნახევარში ოკუპანტებმა დაბომბვა ისევ განაახლეს. რაკეტები დაეცა ორსართულიან კორპუსს, ასევე რამდენიმე კერძო სახლს“, - განაცხადა ლუგოვამ.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.

რუსეთმა ხერსონი ომის დაწყებიდან მალევე, მარტის თვეში დაიკავა. სექტემბერში კი იქ რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარა. ხერსონის დაბრუნება უკრაინისთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ინფორმაციისთის, ხერსონის რაიონში უკრაინელებმა 432 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი