საარჩევნო სამზადისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის წევრები არჩევნების ჩატარების ფორმებზე ვერ თანხმდებიან. სამუშაო ჯგუფის ნაწილის პოზიცია ფარული, ნაწილის კი ღია კენჭისყრაა.
პარალელურად არ წყდება ურთიერთბრალდებები სხვადასხვა გუნდების წევრების მხრიდან - ვისი გავლენით იმართება პროცესები მთავარ ოპოზიციურ პარტიაში? რაც უფრო აქტიურ ფაზაში ინაცვლებს წინასაარჩევნო კამპანია, მელიასა და ხაბეიშვილის მხარდამჭერები მით უფრო აშკარა მინიშნებებით ესაუბრებიან ერთმანეთს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი