რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს - უკრაინის შსს

გამოქვეყნდა:

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა ბევრი ნივთი დანაღმეს. რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს - როგორც შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა ტელემარეთონის ეთერში განაცხადა, ხერსონში ნაღმების აღმოჩენის მასშტაბები უკიდურესად დიდია.

"ამჟამად მთავარი აქცენტი განმაღმვაზეა გამახვილებული. ნაღმის აღმოჩენის მასშტაბები ძალიან დიდია. გამუდმებით ვიღებ ფოტორეპორტაჟებს - იყო ნაღმი საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ბურთებს შორის და ა.შ.", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

სმირნოვის თქმით, მაშველებმა ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა უკვე გააუვნებელყვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი