
ილონ მასკმა გამოაცხადა ზოგადი ამნისტია Twitter-ის შეჩერებული ანგარიშებისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ცნობებმა გააჩინა საფუძველი, რომ „სიძულვილის სუპერგამვრცელებლები“ დაბრუნდებიან სოციალური მედიის პლატფორმაზე.
Twitter-ის ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ დაბლოკილი მომხმარებლების ამნისტია მომავალ კვირას დაიწყება მას შემდეგ. ამ ნაბიჯს წინ უძროდა მასკის ანგარიშზე ჩატარებული გამოკითხვა, რომლის შედეგადაც, უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 3,1 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო, 72%-ზე მეტი ამნისტიის მომხრე იყო.
ცნობისთვის, Twitter-ზე შეჩერებულ ანგარიშებს შორისაა დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, მემარჯვენე ბრიტანელი კომენტატორი კეტი ჰოპკინსი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მასკმა, ასევე, საჯარო გამოკითხვის საფუძველზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში აღადგინა. თუმცა თავად ტრამპმა თქვა, რომ აღარ აპირებს Twitter-ზე დაბრუნებას.