ICMP: უკრაინაში ომის გამო, 15 000-ზე მეტი ადამიანია დაკარგული

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომის დროს 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა - ამის შესახებ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) წარმომადგენელმა განაცხადა.

ჰააგაში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც შეიქმნა ბალკანეთის ომების შემდეგ, ივლისში გახსნა ოფისი კიევში, რათა დაეხმაროს უკრაინას დაკარგული ადამიანების ძებნაში.

ICMP ევროპის დირექტორმა მეთიუ ჰოლიდეიმ თქვა, რომ ჯერ არ არის ნათელი, რამდენი ადამიანია იძულებით გადაადგილებული, ან დაკავებულია რუსეთში, ან არის ცოცხალი და განცალკევებული ოჯახებისგან, ან გარდაიცვალა და დაკრძალეს თვითნაკეთი საფლავებში.

ჰოლდეის თქმითღ, უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნა წლების განმავლობაში გაგრძელდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც.

მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ 15000 დაკარგული ადამიანი -  ეს შეფასება სულ მცირეა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მარიუპოლში, ხელისუფლების შეფასებით, 25000-მდე ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი