
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის პასუხისმგებლობას რუსეთის აგრესიულ ომში თანამონაწილეობაში.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ დიქტატორი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგება.
ევროპარლამენტარები იმეორებენ თავიანთ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც მათ რუსეთს დაუწესეს.
"ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის პოზიციას, რომ ბელარუსი უნდა იყოს აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ, პარლამენტი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს მთავრობის ჩართვას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ"- ვკითხულობთ დოკუმენტში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბელარუსის რეჟიმი იზიარებს რუსეთთან ერთად პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ტრიბუნალისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.
ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს, როგორიცაა Nexta. და მოუწოდებენ უფრო სისტემატური თანამშრომლობისკენ ევროკავშირსა და ბელორუსის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს შორის.