ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. მიზეზი კი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებია, რომელსაც კრემლი აწარმოებს.
გადაწყვეტილებას მხარი პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს უკრაინისადმი გასაწევი ჰუმანიტარული, დიპლომატიური და სამხედრო დახმარების გაზრდას.