ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ინფრასტრუქტურა რეგულარულად იბომბება

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, ოკუპანტები რეგულარულად ბომბავენ ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას. 

"ოკუპანტები არ აძლევენ შესაძლებლობას ამოქმედდეს მე-5 ან მე-6 ბლოკი, როგორც „ენერგოატომს“ სურს. ამ მიზნით რეგულარულად ბომბავენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, გუშინწინ ხაზი დაზიანდა, ატომური სადგურის გენერატორები ჩართული იყო, რამაც უზრუნველყო რეაქტორების აქტიური ზონის გასაგრილებლად საჭირო 130 მეგავატი“, - ამბობს სტარუხი.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა დღეს ღამით და დილით ზაპოროჟიეს გარეუბნები დაბომბეს. რაკეტების ნაწილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც 270-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 60 ექიმი, თუმცა არავინ დაშავებულა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი