ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას - გიორგი ნემსაძე

გამოქვეყნდა:

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს Facebook-ზე.

როგორც გიორგი ნემსაძე წერს, თანამდებობიდან პირადი მიზეზების გამო მიდის და ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას.

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ. პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო", - წერს ნემსაძე.

ნემსაძე ცაგერის მერად 2021 წელს აირჩიეს 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი