უკრაინაში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების 70%-ს ელექტროენერგია აღუდგა - Ukrenergo

გამოქვეყნდა:

ენერგოსისტემაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევის შემდეგ, დილის 11:00 საათისთვის, ელექტროენერგია უკრაინის 70%-ზე მეტ ნაწილში აღდგენილია.

Ukrenergo -ს ინფორმაციით, ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უზრუნველჰყვეს, რომ ელექტროენერგია აღდგენილიყო კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის,  ყველა რეგიონში.

სარაკეტო თავდასხმების შემდეგ მიღებული ზიანის მიუხედავად, ჰიდროელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები მუშაობს.

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. რთული ამინდის ანელებს აღდგენის ტემპს: ძლიერი ქარის, წვიმის და ღამით ნულამდე ტემპერატურის გამო, მიყენებულ ზიანს ემატება გამანაწილებელ ქსელებში გაყინული და რუსული რაკეტების შედეგად დაზიანებული გაყვანილობები" - აღნიშნავენ კომპანიაში. 

თუმცა, ელექტროენერგიის დეფიციტი მაინც რჩება, რის გამოც შემოღებულია გრაფიკი და სარემონტო ბრიგადები აგრძელებენ მუშაობს ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი