პოლიციელს, რომლის ტყვიამაც 30 წლის ზურა გველესიანი იმსხვერპლა, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

პოლიციელს, რომლის ტყვიამაც 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბრალდებული დეტექტივი, ერიკ წურწუმია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში - დამნაშავედ ცნო. 

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით:

"საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი