
ილჰამ ალიევს არ სურს, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რის გამოც 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას აუქმებს.
ალიევის თქმით, მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს, ამიტომ შუამავლის როლში არ უნდა გამოდიოდეს.
თავის მხრივ, სომხეთის მხარემ განაცხადა, რომ ფაშინიანი არ არის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის წინააღმდეგი, თუ შეხვედრაში ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელიც მიიღებენ მონაწილეობას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის აზრით, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლას ცდილობს, როდესაც მოითხოვს საფრანგეთის შუამავლობას.
"საფრანგეთს პრეზიდენტი თავს დაესხა აზერბაიჯანს და დაგვაბრალა ის, რაც არ გაგვიკეთებია მან ანტიაზერბაიჯანული პოზიცია დაიკავა და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას. ნათელია, რომ ასეთ გარემოებებში და ასეთი დამოკიდებულებით საფრანგეთს არ შეუძლია იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მშვიდობიანი პროცესის ნაწილი" - ამბობს ალიევი
ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო წინა თვეში, პრაღაში, ორი ქვეყანა საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდა.