წლების განმავლობაში არსებობდა მითები, რომ თითქოს ნაცები პროფესიონალები და "სვეცკები“ იყვნენ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"წლების განმავლობაში არსებობდა მითები ამ ქვეყანაში, რომ თითქოს ნაცები პროფესიონალები და "სვეცკები“ იყვნენ. რამდენად გოიმები და არაპროფესიონალები არიან წარმოიდგინეთ, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჰყავთ ხაბეიშვილი, მელია და ვიღაც მუმლაძე. ეს სამი ადამიანი არის მთავარი სამი ადამიანი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ლიდერად უნდა აირჩიონ და პროფესიონალიზმზე და "სვეცკობაზე“ ლაპარაკობენ...

თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ესენი კარგები არიან, აზრზე მოსულები არიან, მათი ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ, პროფესიონალები არიან და ა.შ კი ბატონო, მაშინ ნაციონალური მოძრაობაც ასე ყოფილა, მაგრამ რაც არის ხაბეიშვილი, რაც არის მელია, ის არის "ნაცმოძრაობა“ ერთი-ერთში იმიტომ, რომ ხელმძღვანელობაზე ისინი იყრიან კენჭს და ისინი არიან ერთმანეთის კონკურენტები და რამდენად რეალური იყო ის მითები ახლა საზოგადოებამ გადაწყვიტოს"

ამბობს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი