გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ | რას გადაწყვეტს პრეზიდენტი ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტს ექსპერტები და მედიკოსები ადასტურებენ. პირველად, ემპათიის დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი ხმამაღლა აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მძიმე მეტალებით არის მოწამლული.

ტოქსიკოლოგიური კვლევით სააკაშვილის სხეულში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი და ბისმუტი. 
ეს არის მძიმე მეტალები, რომლების მცირე დოზაც კი ორგანიზმში შეუქცევად და ფატალურ პროცესებს იწვევს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მედიკოსებმა კიდევ უფრო ხმამაღლა მოითხოვეს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა.

მათი აზრით, ბერლინის შარიტეს კლინიკა ერთ-ერთი შესაძლო დაწესებულებაა, სადაც მესამე პრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ. იურიდიულ მექანიზმად კი შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად სალომე ზურაბიშვილის შეწყალებაც იქცეს. თუმცა ამ თემაზე ქვეყნის მოქმედ მეთაურს მმართველი პარტიის ოდიოზური ლიდერები უპირისპირდებიან. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი