
უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგური ეროვნულ ენერგოსისტემაზეა მიერთებული, სრული გათიშვის შემდეგ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რივნეს, იუჟნო-უკრაინსკაიასა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები კვლავ ჩართულია ქსელში და მუშაობენ ქვეყნისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებაზე.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზეც. ხოლო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZAES) გარე კავშირი ელექტრო ქსელთან მისი გათიშვიდან ერთი დღის შემდეგ აღდგა.
გროსის ინფორმაციითვე, IAEA-მ დაასრულა ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტების ერთკვირიანი მისია ჩერნობილში. IAEA-ში აცხადებენ, უკრაინის მოთხოვნით, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, გაგზავნიან მსგავს მისიებს რივნეს, სამხრეთ-უკრაინისა და ხმელნიცკის ობიექტებზე.