
გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა ანალენა ბერბოკი ავრცელებენ.
კულებამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შესაბამისი რეზოლუცია ბუნდესთაგში შემდეგ კვირას იქნება მიღებული, რაც მოგვიანებით ანალენა ბერბოკმაც დაადასტურა.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ 1932-33 წლების დიდი შიმშილი, ანუ ჰოლოდომორი, უნდა „შეუერთდეს ტოტალიტარული სისტემების მიერ ჩადენილი არაადამიანური დანაშაულების სიას, რომლის დროსაც ევროპაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე განადგურდა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის ფონზე, აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ევროპაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ჩაგვრა აღარ უნდა განმეორდეს.
ამავე თემაზე: