
დღევანდელი, ისევე როგორც ამ კვირის სხვა დღეების მთავარი საზრუნავი ენერგეტიკაა. ამ საღამოს მდგომარეობით, უშუქობა უმეტეს რეგიონებში და კიევში კვლავ ნარჩუნდება. საერთო ჯამში, ექვს მილიონზე მეტი აბონენტია დარჩენილი დენის გარეშე. მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, რომ ყველა რეგიონში, ისევე როგორც ადრე, ელექტროენერგია ზომიერად მოიხმაროთ. გახსოვდეთ, რომ თუ დენი გათიშული არ გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები უკვე მოგვარებულია.
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.