ომბუდსმენის შესარჩევად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები დაიწყო 

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო -  მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პირველ შეხვედრაზე გამორიცხეს ის კანდიდატები, რომლებსაც არც  ოპოზიციისა და არც "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ აქვს.

სახალხო დამცველის შერჩევა ფინალურ ეტაპზეა, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას კენჭისყრა გაიმართება, მანამდე კი ორშაბათს, "ოცნების" პოლიტსაბჭო შეიკრიბება და კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებს.

მმართველი პარტია ღიად აცხადებს, რომ ისინი არ გაიმეორებენ იმავე შეცდომას, რაც მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას არჩევის დროს დაუშვეს. ამავდროულად ოპოზიციის პოზიცია კი უცვლელია - ისინი მხარს გავლენიანი არასამთავრობოების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს დაუჭერენ.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების შესრულების ვადა 8 დეკემბერს ეწურება, იმ შემთხვევაში თუ მანამდე პარლამენტში ომბუდსმენის კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, სახალხო დამცველის მოვალეობას ნინო ლომჯარიას პირველი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე შეასრულებს. 

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი