უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ დნეპრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ნაწილობრივ განადგურდა შვიდი საცხოვრებელი კორპუსი.
აფეთქების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერის ცნობით, 6 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მანამდე ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა თავის ტელეგრამაში დნეპერის დაბომბვის შესახებ განაცხადა. მან დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალაქის საკომუნიკაციო სისტემა და ინფრასტრუქტურა არ დაზარალებულა, თუმცა რამდენიმე ქვესადგური ავტომატურად გაითიშა.