ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | არის მსხვერპლი და დაშავებულები 

გამოქვეყნდა:

ხერსონის რაიონში მტრის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონის საცხოვრებელი კვარტალი, მტრის ჭურვები მოხვდა კერძო ობიექტებს, კომერციულ დაწესებულებასა და სკოლას.

"რაშისტებმა ხერსონის რაიონის ტერიტორია 39-ჯერ დაბომბეს. რეგიონის მშვიდობიანი დასახლებები მტრის დაბომბვის ქვეშ მოხვდა", - აღნიშნა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი