უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 12 ადამიანი გაათავისუფლა, მათ შორის 3 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ოკუპანტის ტყვეობიდან კიდევ 12 ადამიანი გაათავისუფლა - მათ შორისაა საზღვაო ძალების 4 ჯარისკაცი, 2 ეროვნული გვარდიელი და 2 მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი ჯარისკაცი. სამხედროებს შორის არის 2 ოფიცერი და 7 რიგითი და სერჟანტი.

გაათავისუფლეს ასევე 3 მშვიდობიანი მოქალაქე - ცოლ-ქმარი და კაცი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ ეს ჯარისკაცები, კერძოდ, იცავდნენ კუნძულ ზმეინს, მარიუპოლს და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი