ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაიცვალა - მედია

გამოქვეყნდა:

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ მაკეი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია  ბელარუსულ Belta-ზე დაყრდნობით წერს.

ბელტას წყარო, რომელიც გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ანატოლი გლაზაა. მისი ცნობით, მაკეი 65 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. 

ცნობისთვის, ორშაბათს 28 ნოემბერს დაგეგმილი იყო მაკეის მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი