"შოკურ მდგომარეობაში ვარ, საშინელება მოხდა" - მამა მიქაელი ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობაზე

გამოქვეყნდა:

ძალადობის მსხვერპლი მონაზონი თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ტაძრის წინამძღოლი მამა მიქაელი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ თავადაც ძალიან მძიმედაა, რადგან პირველი იყო, რომელმაც ძალადობის მსხვერპლი მონაზონი ნახა. 

"ძალიან ცუდად ვარ, გეუბნებით შოკურ მდგომარეობაში ვარ,  ცუდად ვარ ძალიან, არაფრის თავი არ მაქვს, სახლში ვერ ველაპარაკები ჩემებს... ჩავთვალეთ, რომ დედაჩემს მოუხდა ეს ამბავი, დედასავით მყავდა დედაო.
საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
მე ვიცი,  რომ საშინელება მოხდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენს ქალაქს და არც არავის" - ამბობს მამა მიქაელი

ხაშურის დედათა მონასტერში თავდასხმა გუშინ, 25 ნოემბერს მოხდა. ორმა უცნობმა პირმა 70 წლამდე მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

 მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირი იყო.   შსს-მ ისინი ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით დააკავა. ამჟამად ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი