
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე - ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
სხდომა გუშინ, 25 ნოემბერს გაიმართა და როგორც ადგილობრივი მედია, "გურიის მოამბე" წერს, ერთმანეთს ვიცე მერი გიორგი ღურჯუმელიძე და ენმ-ს დეპუტი, შალვა თავდიშვილი დაუპირისპირდნენ.
თავდიშვილმა ვიცე მერი კორუფციაში დაადანაშაულა. ღურჯუმელაძემ კი შეიგინა და გინება შესაბამისი ჟესტიკულაციითაც გააფორმა - "მე და შენს შორის მტყუანის დედა…" - მიმართა ვიცე მერმა დეპუტატს.
იქამდე კი "სააკაშვილის ხელის ბიჭი, "უნამუსო", "კეზერაშვილს ფულს დახარბებული" ეძახა.
თავის მხრივ დეპუტატმა თავდიშვილმა ღურჯუმელიძეს “ოზურგეთის სირცხვილი” და “კორუმპირებული ვირთხა” უწოდა, ხოლო ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს - “გასტრალიორი”.
